FAO საქართველოში
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის “გადაუდებელი დახმარება წვრილფეხა პირუტყვის ჭირის...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებული მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალ ფერმერებზე...
გაძლიერებული რეგიონული თანამშრომლობა საერთო ხედვისთვის: მდგრადი თევზჭერა და აკვაკულტურა შავ ზღვაში კლიმატი შავ ზღვაში მნიშვნელოვნად...
ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)...

სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო სისტემების, სოფლად საარსებო წყაროების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და სურსათის უვნებლობის უწყვეტი გაუმჯობესება და განვითარება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებაში ჩამოთვილილი სამუშაო მიმართულებები პრიორიტეტებად სახელდება. თანამშრომლობის ახალი ფორმატი კლიმატის ცვლილების, მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების საპასუხო ინიციატივებსა და მოქმედებებზეა აგებული.

FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას“, რომელიც 2025 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში FAO-ს წარმოადგენელმა, რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი. შეთანხმებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანი  წვლილი იქნება გაეროს იმ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,  რომლებიც ,,FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიულ ჩარჩოდოკუმენტშია“ მოცემული.

 

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ ადგილწარმოშობის მიხედვით პროდუქტის ეტიკეტებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების შემოღებას უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. 

© FAO: www.fao.org