FAO საქართველოში

"ამაზე ვერც ვიოცნებებდი" - ფერმერის ამბავი ალაზნის ველიდან

18/05/2022

31 წლის შოთა ბეგიაშვილი ხის პატარა სათვალთვალო კოშკის კიბეს მიუყვება, რომელიც ერთი მხრიდან კავკასიონის მთებს, მეორედან - ალაზნის უსასრულო ველს გადაჰყურებს. ყველაზე მაღალ წერტილზე ასული შოთა იხსენებს, რომ აქ, მარტოს, 9-10 წლისასაც კი, ღამეები ხშირად გაუთენებია, რათა ძროხებისთვის ეპატრონა.

შოთა ფერმერების ოჯახში გაიზარდა და სოფლის მეურნეობის რუტინაში ბავშვობიდან ჩაება. პატარა ასაკიდანვე უყვარდა ალაზნის ველის საძოვრებზე საქონლის პატრონობა და მათი მოვლა.

ახლა უკვე თვითონ არის წარმატებული ფერმერი.

ბოლო სამ წელიწადში შოთა ბეგიაშვილის ფერმა ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო წარმოებული რძის რაოდენობამ 500 ლიტრიდან 1.5 ტონას მიაღწია. რძის პროდუქტებს მისი მეურნეობისგან საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ყიდულობს. ფერმერის გეგმები უფრო შორსაც მიდის, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ახალი სტანადარტების საწველი მოწყობილობა ჩამოვა, რომელიც უკვე შეუკვეთა.

“წლების წინ ვერც ვიოცნებებდი, რომ ფერმის ასე გაფართოებას შევძლებდი, ან ამ ახალი ტექნოლოგიების საყიდელი ფული მექნებოდა, - ამბობს შოთა, - მაგრამ როცა საქონლის რეგისტრაციასა და სხვადასხვა საპროექტო დაფინანსების შესაძლებლობებში გავარკვიე, მეურნეობამაც განვითარება დაიწყო“.

შოთა ბეგიაშვილის ამბის სრულად წასაკითხად მიჰყევით ბმულს .