FAO საქართველოში

მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე მესტიაში აღინიშნა

17/10/2022

 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტმა 16-17 ოქტომბერს მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწsყო, სადაც ფერმერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები. პურისა და ხორბლის ფესტივალი, სადაც ძველი ქართული ხორბლის ჯიშებიც იყო წარმოდგენილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა  (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მონაწილეობით გამართული დისკუსიებითა და სემინარებით გაგრძელდა და სურსათის უვნებლობის თემები მოიცვა.

 „მსოფლიო სურსათის დღე FAO-ს კალენდარში უმნიშვნელოვანესი დღეა. მისი აღნიშვნით გაერო მსოფლიოს შეახსენებს, რომ, განსაკუთრებით, მიმდინარე კრიზისების ფონზე, ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს. დღეს მსოფლიოში 3.1 მილიარდ ადამიანს ჯანსაღ კვებაზე ხელი არ მიუწვდება. იმატებს იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც შიმშილობს და გასულ წელს მან 828 მილიონამდე მიაღწია. წელს „მსოფლიო სურსათის დღე“ მსოფლოს გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდებს = გარდავქმნათ აგრო-სასურსათო სისტემები. რათახელიშევუწყოთინკლუზიურეკონომიკურზრდას, უთანასწორობისაღმოფხვრას, მდგრადობისგაზრდასდამდგრადგანვითარებას. 

„დღეს მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა, უკრაინაში ომის სახით, დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი ფერმერები და ქალი მეწარმეები, რათა მათ სურსათის უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანა შეძლონ და, ასევე, ჩაერთონ გამოწვევაში, ერთად მივაღწიოთ უკეთს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთსე გარემოსა და უკეთეს ცხოვებას“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოანი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი - კაპიტონ ჟორჟოლიანი, UN Women-ის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და UN Women-ის პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

“გაეროს მიზნებმა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა გააერთიანა სწორი პრინციპების და ღირებულებების ირგვლივ. ჩვენ ახლა სოფლად მცხობრები ქალების და მსოფლიო სურსათის დღის აღსანიშნავად ვერთიანდებით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით აგრარულ სექტორში ქალების ჩართულობის გაზრდა შევძელით, თუმცა, როგორც ქალების გაძლიერების, ასევე   მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება, მოდით ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშაოთ საერთო მიზნებისთვის“, - განცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

მსოფლიო სურსათის დღეს FAO  ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-დე  ქვეყანაში აღნიშნავს. წელს გაერო მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს - „#LeaveNOONEBehind“. 2022 წელს მსოფლიოში ერთმანეთს ერთვის პანდემია, კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, გაზრდილი ფასები და საერთაშორისო დაძაბულობა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სურსათს უსაფრთხოებაზე. ისეთ მდგრად მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, რომელშიც ყველას, ყველგან, რეგულარულად ექნება საკმარისი და ჯანსაღი საკვები. დღეისათვის, მსოფლიოში უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს და მათი საარსებო წყარო ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობაა. ბუნებრივი სტიქიები თუ ადამიანების ქმედებებისგან გამოწვეული კატასტროფები  ყველაზე მეტად სწორედ მათზე აისახება. წელსაც, FAO მოუწოდებს მსოფლიოს, ვიზრუნოთ იმისათვის რომ მივიღოთ უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება. 

სოფლად მცხოვრები ქალების დღეს გაერო 15 ოქტომბერს აღნიშნავს და მსოფლიოს შეახსენებს სოფლად მცხოვრები ქალების შრომასა და მათ უმნიშვენელოვანეს წვლილს სოფლის მეურნეობისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში. სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე როლს და ეწევიან სასოფლო-სამეურნეო, საოჯახო და სათემო საქმიანობებს. ამის მიუხედავად, მათი შრომა, ხშირად, უხილავი და აუნაზღაურებელია. 

„სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ. ქალები ამუშავებენ მიწებს, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მიწის საკუთრებას, სასოფლო-სამეურნეო რესურსებზე წვდომას, კლიმატის მდგრადობის დაფინანსებასა და ტექნოლოგიებს, ისინი მამაკაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

„სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია მათი  შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი“, - აღნიშნა კაორი იშიკავამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

წელს, 16-17 ოქტომბერს მესტიაში ერთობლივად გამართული მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის მიზანია მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ნიშური პროდუქტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი შრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.