FAO საქართველოში

FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

15/11/2022

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიამ (FAO) საქართველოში  და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ENPARD IV-ის ფარგლებში პროექტის „სურსათის უვნებლობის,  სანიტარული და ფიტოსანიტარული  სექტორის დახმარება საქართველოში” დამატებითი თანხების მობილიზაციას:  შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) პროექტისთვის დამატებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს.

 

პროექტის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა შვედეთის ელჩის მოადგილე და შვედეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში, ერიკ ილესი. ხელმოწერის ცერემონიამდე, სამივე მხარემ მხარეებმა შეხვედრაც გამართა და ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს.

 

პროექტი „სურსათის უვნებლობის,  სანიტარული და ფიტოსანიტარული  სექტორის დახმარება საქართველოში“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში. შვედეთის განვითარების სააგენტოს მონაწილეობის ჩათვლით, პროექტის ბიუჯეტი ჯამში 12.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების, მომხმარებელთა დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდაში, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრებსა და ევროკავშირის ქვეყნებში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მწარმოებლებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზრდას.

პროექტი 2022 წელს იწყება და მისი განხორციელება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.