FAO საქართველოში

ვებინარი: ევროპული ყურძნის ჭიის წარმატებული ბიოკონტოლი საქართველოში

22/05/2023

FAO-ს სათაო ოფისში არსებული ინიციატივის „ერთი ქვეყანა ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ (OCOP) სამდივნო და FAO საქართველოს ოფისი მოხარულია წარმოგიდგინოთ ვებინარი, რომელიც შეეხება საქართველოში ევროპული ყურძნის ჭიის (Lobesia botrana) წარმატებულ ბიოკონტროლსა და ველზე მიღებულ შესაბამის გამოცდილებას.

შემოგვიერთდით პარასკევს, 2023 წლის 26 მაისს, CEST 14:00-15:30 საათზე, შეხვედრაზე, სადაც ექსპერტები განიხილავენ მავნებლის ინტეგრირებული მართვის იმ პროდუქტებსა და მეთოდებს, რომლებიც დაავადებების შემაფერხებელ საშუალებად გამოდგება და მათი მართვის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება.

ექსპერტთა დისკუსიაზე მავნებლის ინტეგრირებული მართვის პროდუქტებითა და მეთოდებით მავნებლისა და დაავადებების შემაფერხებელი საშუალებებისა და სტრატეგიების შესახებ.

ვებინარი Zoom-ში გაიმართება.  

უფასო ვებინარზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე: https://fao.zoom.us/meeting/register/tJElce-prj0pHNMri0O5bAvxPZU3fUQeDwor

დეტალები ვებინარზე

ბიოკონტროლი ჯანსაღი, ბიომრავალფეროვანი, მედეგი სოფლის მეურნეობის მაგალითია, რომლის შესახებაც ცნობიერების ამაღლება OCOP ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ვებინარი OCOP ინიციატივისა და მისი მთავარი მიზნების განხორციელებით დაინტერესებულ ქვეყნებში დაგროვებული მავნებლისა და პესტიციდის მართვისას მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და დაკვირვებების გაზიარების ერთგვარი ფორუმი იქნება.