FAO საქართველოში

შეუერთდი ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მიიღე მონაწილეობა მუსიკალური ვიდეოს შექმნაში და აღნიშნე მსოფლიო სურსათის დღე!

18/08/2023

ვუხმობთ მოსწავლეებს, ოჯახებსა და მასწავლებლებს! ჩაწერეთ მოკლე ვიდეო და გვაჩვენეთ, თუ როგორ ზრუნავთ წყალზე, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს. მსოფლიო სურსათის დღის აღსანიშნავად მზადდება მოკლე მუსიკალური ვიდეო, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდები გაერთიანდებიან.

ეს გლობალური ინიციატივა მიზნად ისახავს წყლის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გავრცელებას, რადგან სწორედ წყალია სიცოცხლისა და სურსათის წყარო – დროა გავიაზროთ ეს და შევწყვიტოთ მისი უპასუხისმგებლო მოხმარება. იხილეთ ვიდეოები: არავინ ყურადღების მიღმა, 2022 და ჩვენ ყველას შეგვიძლია გავხდეთ გმირები, 2021 და მოემზადეთ წყლის წვეთის შესაქმნელად.

ჩვენ გვჭრიდება ვიდეოები, რომლებშიც ასახული იქნებიან ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც გვიჩვენებენ წყლის წვეთის ორიგამს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს ადვილია!

  1. დაამზადეთ დიდი, ლურჯი წყლის წვეთის ორიგამი ამ ინსტრუქციის მიხედვით. თუ ლურჯი ფურცელი არ გაქვთ, შეღებეთ ის.
  2. წვეთ ორიგამზე შავი მარკერით დაწერეთ სიტყვა „წყალი“ თქვენს ენაზე ისე, რომ კარგად გამოჩნდეს კამერაში.
  3. იხილეთ სამაგალითო ვიდეო და გაივარჯიშეთ: დაიჭირეთ წვეთი ორიგამი თავს ზემოთ და გაიღიმეთ. დაუშვით ის ნელ-ნელა, სანამ თქვენი სახის გასწვრივ არ იქნება. გააკეთეთ პაუზა! ახლა, შეგიძლიათ ბოლომდე დაუშვათ ორიგამი.
  4. სთხოვეთ მეგობარს რომ გადაგიღოთ 10-15 წამიანი ვიდეო (ჰორიზონტალური კადრი) – ქვემოთ პატარა ხრიკებსაც გაგიზიარებთ.
  5. ატვირთეთ ვიდეო Google Drive-ზე, DropBox-ზე ან We Transfer-ზე. არ გამოგზავნოთ ის WhatsApp-ით ან ელექტრონული ფოსტით, რადგან ასე ვიდეოს დაუკარგავთ ხარისხს.
  6. სთხოვეთ უფროსს, რომ შეავსოს და ხელი მოაწეროს თანხმობის ფორმას და გამოგვიგზავნეთ ხელმოწერილი ფორმა ვიდეოს ბმულთან ერთად 25 აგვისტომდე ელ. ფოსტაზე: [email protected]

   

იმისთვის რომ თქვენი ვიდეო კარგი გამოვიდეს, რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ:

ლოკაცია – ვიდეოს ჩაწერა ყველგან შეგიძლიათ, მაგრამ თუკი ლამაზ, მწვანე გარემოს იპოვით (პარკი, ეზო, სკოლის ბაღი, ლამაზი პეიზაჟი) კარგი ფონი გამოგივათ.

განათება – ეცადეთ სახეზე მუქი ჩრდილები არ დაგეცეთ და მზის საპირისპიროდ დადგეთ (მზე კამერის უკან მოექცეს), მაშინ, როდესაც მზე ზენიტიდან გადასულია და  ბუნებრივი განათება რბილი და სასიამოვნოა.

სტაბილური კადრი – დაიკავეთ ტელეფონი მყარად და არ აყანყალოთ ის! თუ შტატივი არ გაქვთ, ეცადეთ იპოვოთ მყარი ზედაპრი ან სულაც, დაამზადეთ საყრდენი ყავის ქაღალდის ჭიქისგან!

თუკი გადასაღებად ტელეფონს იყენებთ...

  • კომპოზიცია – დარწმუნდით, რომ ტელეფონი ჰორიზონრალურად (landscape) გიჭირავთ, რომ რაც შეიძლება ფართო კადრი გადაიღოთ. ეცადეთ გადასაღები ობიექტის თვალები კადრის ზედა ნაწილში მოაქციოთ, მესამედების წესების გაცნობა დაგეხმარებათ. 
  • კადრის სიხშირე და რეზოლუცია – აირჩიეთ ვიდეოს პარამეტრებად ყველაზე მაღალი კადრის სიხშირე (მაგალითად, 50 კადრი წამში, 60 კადრი წამში და უფრო მაღალი, თუ შესაძლებელია). ეს უზრუნველყოფს გრადაციულ მოძრაობას და მაღალი ხარისხის ვიდეოს. ასევე, თუკი შენს ტელეფონის მაღალი რეზოლუციით გადაღება შუძლია, აირჩიეთ მაქსიმალური რეზოლუცია – 4K საუკეთესო იქნებოდა.

თუკი გადასაღებად პროფესიონალურ კამერას იყენებთ...

  • ექსპოზიცია და თეთრი ფერის ბალანსი – კამერის პარამეტრები დააყენეთ საჭირო ექსპოზიციაზე და გაასწორეთ თეთრის ბალანსი. ეცადეთ, რომ ექსპოზიცია იყოს დაბალანსებული, არც ძალიან გადანათებული და არც ძალიან ჩაბნელებული. გაასწორეთ თეთრის ბალანსი განათების მიხედვით და ეცადეთ ასახოთ რეალური ფერები.
  • გადაღება LOG რეჟიმში (სურვილის შემთხვევაში) – თუკი თქვენს კამერას აქვს LOG profile, განიხილეთ, ამ რეჟიმში გადაღება. LOG ასახავს ფართო დინამიკურ სპექტრს და იძლევა ფერის დამუშავების მეტ შესაძლებლობას პოსტ-პროდაქშენის ფაზაში.

ვარჯიში – დაამუშვეთ, როგორც მოძრაობა, ასევე გამომეტყველება სანამ ვიდეოს ჩაწერთ. ეს მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ უშუალოდ გადაღების მომენტში.

რამდენიმე დუბლი – ჩაწერეთ რამდნიმე დუბლი, რათა საკმარისი მასალა გქონდეთ ასარჩევად.

დრო და ხანგრძლივობა – ეცადეთ ვიდეო მოკლე და დინამიკური იყოს, დაახლოებით 10-15 წამი – აჩვენეთ ენთუზიაზმი და ენერგია!

წარდგენა – ვიდეო უნდა ატვირთოთ  Google Drive-ზე, DropBox-ზე ან We Transfer-ზე. არ გამოგზავნოთ ის WhatsApp-ით ან ელექტრონული ფოსტით, რადგან ასე ვიდეოს დაუკარგავთ ხარისხს, უხარისხო ვიდეოს კი ვერ გამოვიყენებთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 აგვისტო!