FAO საქართველოში

ნულოვანი დამუშავების სარგებლის გავრცელება სამცხე-ჯავახეთში

22/08/2023

მარცვლეულის ფერმერებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO კონერვაციიული სოფლის მეურნეობის კონცეფციას, ოთხი წელია საქართველოში ნერგავს. კერძოდ, ტექნიკური ტრენინგებისა და ნულოვანი დამუშავების აგრეგატებზე წვდომის უზრუნველყოფით, ორგანიზაცია, პოპულარიზაციას უწევს ნულოვანი დამუშავების მეთოდოლოგიას.

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირმა და FAO, 200 ფერმერს, 1 000 ჰექტარ მიწაზე მარცვლეული კულტურების დარგვაში გაუწია დახმარება. ნიადაგის ნულოვანმა დამუშავებამ, საკუთარი ეკონომიკური სარგებლიანობა დაამტკიცა, როგორც საქართველოში, ასვე სხვა ქვეყნებში, რადგან აღნიშნული მეთოდი, ნიადაგის მოხვნასა და კულტივაციას აღარ საჭიროებს, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს დაზოგონ თანხა საწვავსა და მექანიზაციაზე.

ამასთანავე, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის აღნიშნული პრაქტიკა, მარცვლეულს ეკოლოგიურად მედეგს ხდის, რადგანაც წინა მოსავლის აღების დროს წარმოქმნილი ბუნებრივი ნარჩენი ნიადაგის ზემოთ რჩება, როგორც დამცავი ფენა.

წელს, ბერებმა სამცხე-ჯავახეთის სოფელ უდეს ორი მონასტრიდან და მონაზვნებმა წმინდა ნინოს მონასტრიდან, ნულოვანი დამუშავების მეთოდით დათესეს მარცვლეული, რაც საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ტექნოლოგიას წარმოადგენს, ქვეყანაში სათესი აგრეგატების ნაკლებობიდან გამომდინარე.

„ზოგადად, მაინტერესებდა ეს ტექნოლოგია ვინაიდან აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, ნაკლებად ეხები ნიადაგის სტრუქტურას და ბუმებრივად გამდიდრების საშუალება იძლევა“, ამბობს არქიმანდრიტი გრიგოლი და ამატებს: „შემთხვევით ვნახე გადაცემა ამ მეთოდზე და შემდეგ ძიება დავიწყე“.

 

არქიმანდრიტი გრიგოლი სოფელ უდეში არსებული ანთიმოზ იბერიელის მამათა მონასტრისა და წმინდა ნინოს დედათა მონასტრის და წმინდა გრიგოლ ხანძთელის მონასტრის წინამძღვარია.

ბერები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიას დაუკავშირდნენ და მათი დახმარებით, FAO საქართველოსთან დაიწყეს თანამშრომლობა. ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ მათ ნულოვანი დამუშავების მეთოდი შეასწავლა და ორგანიზაციის სათეს აგრეგატზე მათთვის წვდომაც უზრუნველყო. ამგვარად,  განახორციელეს პირველად, მარცვლეულის კულტურების ნულოვანი დამუშავების მეთოდის გამოყენება სამცხე-ჯავახეთის ბერებმა და მონაზვნებმა, მეტი სარგებლის მიღებისა და კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით, რაც ქართველი ფერმერებისთვის ნოვაციას წარმოადგენს.

ნულოვანი დამუშავებით,  ფერმერებს, მარცვლეულის ნაკლები ხარჯი აქვთ და ეკოლოგიური გამოწვევების მიმართ, ნიადაგიც მეტად მედეგია. არქიმანდრიტი გრიგოლი აღნიშნავს: „შეიძლება ვერც დაგვეთესა შარშან მარცვლეული ვინაიდან,  ძალიან გაძვირდა ყველა ოპერაცია – ხვნა, კულტივაცია და ასე შემდეგ. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, ნიადაგი ამგვარ დამუშავებას აღარ არის საჭიროებს“. მართლაც, ნულოვანი დამუშავებით, ფერმერები  ზოგავენ  თანხას, რადგანაც მათ სასოფლო-სამეურნეო დანადგარების გამოყენება და შესაბამისად საწვავის მოხმარება ნაკლებად სჭირდებათ.  ასევე, ნაკლებად დამოკიდებულები ხდებიან ამინდზე, რადგანაც თესვა ნაკლებ დროს მოითხოვს . შესაბამისად, ნულოვანი დამუშავება მარცვლეულის მწარმოებლებს თანხის დაზოგვასა და  პოტენციურად შემოსავლის გაზრდაში ეხმარება.

დროული თესვის მიღმა, ნულოვანი დამუშავება, ნიადაგს, ეროზიის, გვალვისა და წვიმისგან იცავს, რაც ქართველი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვინაიდან, თესვის შემდეგ, ნიადაგის სტრუქტურა ნარჩუნდება და მას ბუნებრივი მულჩი იცავს, მარცვლეულის მინდორი, ეკოლოგიური რისკების მიმართ, მეტად მედეგია. შედეგად, ფერმერები ეკოლოგიურად რთული სეზონების დროსაც კი მოსავლიანობას ინარჩუნებენ.

არქიმანდრიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ ნიადაგის ეროზია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოწვევას წარმოადგენს: „  სადაც გვაქვს მინდვრები, იქ ძალიან ძლიერი ქარი არის ხოლმე. ქარი შლის ნიადაგს. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, კარგი შედეგი გვექნება.“ ბოლო ხუთი წელია, მათ მარცვლეული მოჰყავთ, თუმცა, მისი აზრით, საუკეთესო შედეგი, თესვის აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთის სამი მონასტრის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდის გამოყენების გაგრძელებას, არქიმანდრიტი გრიგოლი კვლავ გეგმავს.

„ვურჩევდი ფერმერებს, რომ ინოვაციებს მიაქციონ ყურადღება რადგან ყველაფერი წინ მიდის და არამარტო ტექნოლოგიური თვალსაზრისით.  აღსანიშნავია  რომ სასულიერო პირები მოწინავე რიგებში არიან ინოვაციების დანერგვაში, თუნდაც სოფლის მეურნეობაში“, ამბობს არქიმანდრიტი და იქვე დასძენს: „ეს ძალიან მახარებს და მგონია, რომ მაგალითს აიღებს ჩვენი მრევლი, ჩვენი მოსახლეობა ჩვენგან და მეტად ღია იქნება ამ ინოვაციების მიმართ და წინსვლა გვექნება ყველას“. 

“კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოში ამინდზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობის ინდუსტრიები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, მუდმივად ცვალებადი კლიმატური გარემოებების გამო. ქვეყანაში ეკოლოგიურ რისკ ფაქტორებზე რეაგირებაში ფერმერთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ევროკავშირი, FAO-თან ერთად, სწორედ ამას აკეთებეს ნულოვანი დამუშავების მეთოდის დანერგვით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ჩვენ წარმატებით წარმოვაჩინეთ თუ როგორ შეიძლება კონსერვაციული სოფლის მეურნეობის აღნიშნული მეთოდით თანხების დაზოგვა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია. საქართველოს მარცვლეულის მწარმოებლების მხარდაჭერას ვაგრძელებთ მათთან ცოდნის გაზიარებითა და ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფით”, ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.

„ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO და ევროკავშირი ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც საქართველოში კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას და კერძოდ ნულოვან დამუშავებას უჭერს მხარს. გვახარებს ამ ახალი ტექნოლოგიით მიღებული შედეგები და მარცვლეულის მწარმოებელთა ენთუზიაზმი, რაც უმეტესწილად ხარჯების შემცირებითაა გამოწვეული. თუმცა, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური სარგებელი, ეკონომიკურზე მეტია. აღმოსავლეთ საქართველოს მსგავს გვალვიან რეგიონებში, ასეთი მეთოდების გამოყენებამ შესაძლოა რეალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი მარცვლეულის მდგრადი წარმოების უზრუნველყოფის მხრივ“, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

2023 წლის ოქტომბერში, ევროკავშირი და FAO გააგრძელებს მარცვლეულის ფერმერთა მხარდაჭერას შემოდგომის სეზონზე. შესაბამისად, კახეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-სამცხე-ჯავახეთში, კიდევ უფრო მეტი ფერმერი შეძლებს კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდის დანერგვას, მოსავლიანობის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად და მიწების ეკოლოგიური მდგრადობის გასაუმჯობესებლად. 

 

___

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით,  ENPARD პროგრამა, 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე,, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში, მომდევნო ეტაპზე,, პროგრამა ასევე კონცენტრირდა, სოფლის მეურნეობაში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამა, ქვეყნის მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს, ENPARD IV-ის, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებლებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

___

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.