FAO საქართველოში

ევროკავშირი და FAO მხარს უჭერენ, შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების TRACES NT ტრენინგში ჩართულობას

01/11/2023

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი ჩატარდა “ვაჭრობის კონტროლისა და საექსპერტო სისტემის ახალი ტექნოლოგიის” (TRACES NT) შესახებ. ორდღიანი საგანმანათლებლო მოდულს შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს-ი) თანამშრომლები დაესწრნენ. ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის “უკეთესი ტრენინგი უფრო მეტად უვნებელი სურსათისთვის“ ინიციატივის (BTSF) ფარგლებში, ტრენინგი განახორციელა აგრიკონსალტინგ ჯგუფმა (AESA) FAO-თან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში. ტრენინგი ფინანსთა სამინისტროსა და სეს-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან TRACES NT-ზე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, აღნიშნული სისტემის გამოყენების მხარდასაჭერად, რომელიც იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებულ პროცედურებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ევროკომისიის პლატფორმა TRACES, 2004 წლიდან ფუნქციონირებს და ევროკავშირში ვაჭრობისა და ცხოველების, სურსათის, საკვების, და მცენარეების იმპორტირების მართვის ონლაინ სისტემას წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა სერტიფიცირების პროცესისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ციფრულ სივრცეში გადატანის საშუალებას იძლევა, „ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის“ დეკლარაციის მიხედვით.

ტრენინგს სეს-ის 20 თანამშრომელი და შემოსავლების სამსახურის 15 წარმომადგენელი დაესწრო. მათ TRACES NT-ის მართვაზე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს და ამავდროულად აღნიშნულ კომპიუტერულ სისტემაში შეტანილ სიახლეებს გაეცნენ. რადგანაც TRACES NT ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნა და ფუნქციონირებს, ტრენინგის მონაწილეებმა ევროკავშირის სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებზეც გაიღრმავეს ცოდნა.

TRACES NT-ის გამოყენება აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, ქართველ მომხმარებელსაც გაუმჯობესებული წვდომა აქვს უვნებელ სურსათზე, რადგანაც TRACES NT-ის გამოყენება სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების მაკონტროლებელი სისტემების გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

„TRACES NT-ის გამოყენება აუცილებელია ევროკავშირთან ვაჭრობის შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. აღნიშნული კომპიუტერული პლატფორმის გამოყენებით, საქართველოს შეუძლია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც. სწორედ ამიტომ, FAO, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, მხარს უჭერს სურსათის უვნებლობის კუთხით კომპეტენტურ ორგანოებს TRACES-ის გამოყენებაში. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რასაც FAO მხარს უჭერს“, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

“საქართველოში TRACES NT იმპლემენტაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიიღწვის. ფაქტობრივად, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, საერთაშორისო დონეზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. AESA-ს ტრენინგით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იღებენ ცოდნასა და უნარებს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებზე. TRACES NT-ის გამოყენებით, საქართველოს შეუძლია ექსპორტის უამრავი შესაძლებლობა შექმნას და ქართველი მომხმარებლისთვისაც უფრო მეტად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება უზრუნველყოს. შესაბამისად, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-თან თანამშრომლობით, მოხარულია მხარი დაუჭიროს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას”, განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერმა.

___

ევროკავშირი, ENPARD პროგრამისფარგლებში, მხარსუჭერსსოფლისმეურნეობასადასოფლისგანვითარებასსაქართველოში. სოფლადეკონომიკურიშესაძლებლობებისგაძლიერებისადასაქართველოშისიღარიბისშემცირებისმიზნით,  ENPARD პროგრამა, 2013 წლიდანხორციელდება. პროგრამა, საწყისეტაპზე, მხარსუჭერდასოფლისმეურნეობისპოტენციალისგანვითარებასქვეყანაში. მომდევნოეტაპზე, პროგრამაასევეკონცენტრირდა, სოფლისმეურნეობაში, სოფლადმცხოვრებიმოსახლეობისთვის, ეკონომიკურიშესაძლებლობებისგაჩენისხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამაქვეყნისმხარდაჭერას, სურსათისუვნებლობისგაუმჯობესებისკუთხითაცახორციელებს, შვედეთისფინანსურიმხარდაჭერითაც, ENPARD IV-ის, სურსათისუვნებლობისკომპონენტისმთავარგანმახორციელებელორგანიზაციებთან, FAO-სადაჩეხეთისგანვითარებისსააგენტოსთანერთად.

___

BTSF ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ევროკავშირის ტრენინგის სტრატეგიის ორგანიზებას სურსათის კანონმდებლობაზე, საკვების კანონმდებლობაზე, ცხოველის ჯანმრთელობასა და ცხოველის კეთილდღეობის წესებზე და მცენარის ჯანმრთელობის წესებზე.