FAO საქართველოში

სასწავლო ვიზიტი ლატვიაში საქართვლოს რძის სექტორის გასაუმჯობესებლად

31/05/2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის (FAO) ხელშეწყობით ლატვიაში გაიმართა სასწავლო ვიზიტი საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციისა და რძის მრეწველობის წარმომადგენლებისათვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროკავშირის გამოცდილების გაცნობას  რძის სექტორში  სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, მათ შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების კუთხით; ასევე, ლატვიაში რძის სექტორის სტრატეგიის და რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიის  გამოწვევების გადაჭრის გზების გაცნობას.

ლატვიის სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სურსათის უვნებლობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების თუ მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.

სამუშაო სახის შეხვედრებმა ლატვიის რძის ასოციაციის თავმჯდომარესთან, რძის მწარმოებლებთან, ნედლი რძის შემგროვებლებთან და რძის პროდუქტების გადამამუშავებლებთან,  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრობლემების გადაჭრისადმი ლატვიის ინოვაციური მიდგომების შესწავლაში. ლატვიის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოში რძის გადამამუშავებელ საწარმოებს შორის თანამშრომლობის, პროცესების დაგეგმვისა და რძის სექტორის განვითარების მიმართულებით.

მიღებული გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის აღსრულების კუთხით, კერძოდ, აუღიარებელი/არაავტორიზებული ბიზნესოპერატორების მიერ რძის შესყიდვის პრევენციასა და ნედლი რძის ხარისხისა და უსაფრთხოების რეგულარული კონტროლის დანერგვაში.

სასწავლო ტური განხორციელდა FAO-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს უწევს ტექნიკურ დახმარებას ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ელექტრონული სისტემას.